დეხვირის საჯარო სკოლის მწვანე ეზო მოსწავლეებმა ახალი ნერგებით გაალამაზეს
11-12-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში ბუნებისადმი სიყვარულის გაღვივებასა და მასზე ზრუნვის წახალისებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

ამის დასტურია, სკოლის მწვანე ეზო, რომელიც დატვირთულია მოსწავლეების დარგული ხეებითა და მცენარეებით. 

ახლახან, დეკემბრის უჩვეულოდ მზიან დღეს, ბავშვებმა დიდი მონდომებითა და სურვილით, ეზოს კვლავ შემატეს ახალი ნერგები. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, თემის აქტიურმა და სკოლის მხარდამჭერმა ახალგაზრდამ - გოდერძი ახვლედიანმა, სკოლას საჩუქრად გადასცა მარადმწვანე ნერგები.

სკოლაში აღნიშნავენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თემისა და საზოგადოების ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში და ასევე, დიდი სიამაყით აცხადებენ, რომ სკოლას მრავალი მეგობარი ჰყავს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას.

სკოლაში, მოსწავლეებსა და გოდერძი ახვლედიანს მადლობას უხდიან აქტივობისთვის.

„დიდი მადლობა გოდერძი ახვლედიანს თანამშრომლობისა და დახმარებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203