
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება წარმოადგინეს.
დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, ეკა გერგაიამ, მოსწავლეთა ჩართულობით, კლასში მოაწყო საშემოდგომო ღონისძიება, სადაც მოსწავლეებმა წელიწადის ეს უმშვენიერესი დრო ლექსებითა და სიმღერებით გააცილეს.
ღონისძიება მრავალფეროვან საზეიმო პროგრამას მოიცავდა. ბავშვება შემოდგომის სიუხვესა და ფერადოვნებას ხოტბა შეასხეს, შემოქმედებითი ნიჭი დ შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: