„გავამწვანოთ დედამიწა!“​ - ქვენობნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებმა კაკლისა და ვარდის ნერგები დარგეს
08-12-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე ზრუნვით გამოირჩევიან, მათი ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე კი პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, სკოლის ტერიტორიაზე დაირგო კაკლის, ვარდის ნერგები და სხვა ბაღის მცენარეები.

მოსწავლეები ლოზუნგების - „გავამწვანოთ დედამიწა!“ და „დედამიწა ჩვენი სახლია!“ გაერთიანდნენ და სკოლის გარემოს გალამაზება -გაჯანსაღებაზე იზრუნეს. 

ღონისძიების ორგანიზატორი სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლიანა რუსია გახლდათ, რომელიც მოსწავლეებს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ასწავლის. 

სკოლაში პედაგოგსა და მის მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203