გურიფულის საჯარო სკოლაში, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა
08-12-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

1-ელ დეკემბერს, შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა. 

პედაგოგი მზია სალაყაია, ესაუბრა მოსწავლეებს ამ ვერაგ ინფექციაზე და მის სავალალო შედეგებზე, მისი გადაცემის გზებზე და აღმოფხვრის აუცილებლობაზე.

მოსწავლეებმა შექმნეს და გამოფინეს პლაკატი აღნიშნულ თემაზე და ლოზუნგის - STOP AIDS გარშემო გაერთიანდნენ. 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203