თბილისის N103 საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
08-12-2023
თბილისის N103 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო, მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული.
ამჯერად, სკოლის სააქტო დარბაზში ღონისძიება გაიმართა, რომელიც წელიწადის ოქროსფერ სეზონს - შემოდგომას მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, გაითამაშეს როლები. გარდა ამისა, შემოდგომას სიმღერები და ცეკვები უძღვნეს.
ღონისძიებას სკოლის დირექციის წევრები, პედაგოგები, მშობლები, სამინისტროს წარმომამდგენელი და ქართველ-სომეხთა კავშირის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. მათ აქტივობები დადებითად შეაფასეს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, საზეიმოდ მორთული სასკოლო გარემო, რაც მოსწავლეთა განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს