თბილისის N103 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე თეკლა ღარიბაშვილი სამეჯლისო ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით წარდგა
08-12-2023
თბილისის N103 საჯარო სკოლაში შემოქმედებითი, ნიჭიერი და აქტიური მოსწავლეები სწავლობენ.
ერთ-ერთი ასეთი მე-6დ კლასის მოსწავლე თეკლა ღარიბაშვილია. ის სამეჯლისო ცეკვების მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა. მან შესაძლებლობები გამოავლინა, ღირსეულად იასპარეზა, სკოლა ასახელა და მე-4 ადგილი დაიკავა.
მსოფლიო ჩემპიონატი 6-7 დეკემბერს, იტალიაში, ქალაქ ნაპოლში გაიმართა. სკოლაში მოსწავლის მიღწევა ახარებთ, ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.
აღსანიშნავია, რომ პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს ქმნის.