ქსოვრისის საჯარო სკოლაში, ბადმინტონში შიდასასკოლო ოლიმპიადა ჩატარდა
08-12-2023

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას. ტარდება სხვადასხვა აქტივობები, ამჯერად სპორტის მასწავლებლის - გვანცა ცოტაძის ხელმძღვანელობით ბადმინტონში, ჩატარდა შიდასასკოლო ოლიმპიადა წყვილებში.

მოსწავლეები ოლიმპიადაში ხალისით ჩაერთნენ და სპორტული შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ერთმანეთს შეეჯიბრნენ:

გოგონების წყვილი: lX- კლასის მოსწავლეები ნათია გურული და ლალი ბიგანიშვილი -  Xl კლასის მოსწავლეები - მეგი ლოხიშვილი და ელენე  სააკაშვილი. გაიმარჯვა lX კლასის წყვილმა.

ბიჭების წყვილი:  lX კლასის მოსწავლეები საბა ეკალაძე და საბა ქოქაშვილი და  Xll კლასის მოსწავლეები - ლუკა ბუნტური და დავით გაბარაშვილი. გაიმარჯვა Xll კლასის წყვილმა.

შერეული წყვილი:  lX კლასის მოსწავლეები - საბა ბერიანიძე და თეკლა ფიცხელაური და Xl კლასის მოსწავლეები - თემურ ბერიანიძე და მარიამ ჯარმელიშვილი. გაიმარჯვა lX კლასის წყვილმა;

გამარჯვებული წყვილები სკოლის დირექციამ სიგელებით დააჯილდოვა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203