საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლის მე-5 კლასში, ბუნებისმეტყველებაში, კვლევითი გაკვეთილი ჩატარდა
08-12-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N2 საჯარო სკოლაში მორიგი, საინტერესო აქტივობებით გაჯერებული, გაკვეთილი ჩატარდა.

მე-5 კლასში, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე, თემის  - დედამიწა, ერთ-ერთი საკითხის -  ქანები და მინერალების შესწავლის დროს, კვლევითი გაკვეთილი ჩატარდა. მოსწავლეებმა მინერალები გარემოში მოიძიეს. შემდეგ, დააკვირდნენ და მონაცემები ფურცელზე აღრიცხეს.

აღნიშნული გაკვეთილის მიზანი იყო თეორიული მასალის პრაქტიკულად განმტკიცება, მოსწავლეებში დაკვირვების, შედარების, ანალიზის უნარების განვითარება და სამეცნიერო მეთოდის გაცნობა. აქტივობას ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ანნა წულაია უძღვებოდა. მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203