ყარაჯალის საჯარო სკოლაში ადრეული ქორწინების შესახებ შეხვედრა-დისკუსია გაიმართა
08-12-2023
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო აქტივობა მოეწყო.

„ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“,- X კლასის მოსწავლეებმა ასე დაიწყეს შეხვედრა-დისკუსია, რომლის თემაც გენდერული თანასწორობა, კერძოდ, ადრეულ ასაკში ქორწინება იყო. ისინი ღონისძიებაში მონდომებით ჩაერთნენ. 

მოსწავლეებმა პრეზენტაციები გამართეს და გენდერულ თანასწორობაზე მომზადებული ვიდეორგოლი უჩვენეს. დისკუსიის დროს, მათ საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს და პრობლემის აღმოფხვრის გზებზეც ისაუბრეს. ღონისძიების სამიზნე აუდიტორია X-XI კლასის მოსწავლეები იყვნენ.

„ადრეული ქორწინება მეტ-ნაკლებად ჯერ კიდევ არსებობს თემში“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203