არხილოსკალოს საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „მარადმწვანე“ გარემოსდაცვით კონკურსში მოპოვებული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
08-12-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლაში აქტიური, მონდომებული და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო ღონისძიებებში ერთვებიან.
სკოლის ეკოკლუბი „მარადმწვანე“ გარემოსდაცვით კონკურსში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2023-ში“ ჩაერთო. კლუბის წევრები კონკურსის ნახევარფინალისტები გახდნენ და დონორი ორგანიზაციებისგან დამსახურებული საჩუქრები და სერტიფიკატი მიიღეს.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი.