ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგიდის ჩოგბურთში, მუნიციპალურ თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავეს
08-12-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა, მათ შორის, სპორტულ აქტივობებშიც დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეები - ნინი ხუბულია (მეცხრე კლასი); დიმა კანკია (მაეთე კლასი); ილია ლაგვილავა (მეათე კლასი); გიორგი ჭურღულია (მეათე კლასი) და  ლუკა ჭურღულია (მეთე კლასი) სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024-ის ფარგლებში გამართულ მაგიდის ჩოგბურთის მუნიციპალურ თამაშები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მასში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის როგორც გოგონათა, ისე ვაჟთა გუნდები ჩაერთნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს. ალერტკარის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლები: ნუკრი ბერიშვილი და მურთაზ ლაგვილავა არიან. 

თამაშებში, ვაჟებს შორის პირველი ადგილი სწორედ ალერტკარის საჯარო სკოლამ მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილზე ჯიხაშკარის №2 საჯარო სკოლა გავიდა.  გოგონებში პირველი ადგილი ურთის საჯარო სკოლის, ხოლო მეორე ადგილი - ზედაეწერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203