სამთაწყაროს საჯარო სკოლის II-VI კლასის მოსწავლეები კოდის წერის მსოფლიო მარათონს შეუერთდნენ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო ღონისძიებებს, შესაბამისი აქტივობებით, უერთდებიან. ამჯერად, II-VI კლასის მოსწავლეები და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი - ეკატერინე ჩიტაური კოდის წერის მსოფლიო მარათონში ჩაერთნენ. პროექტში - „კოდის ერთი საათი“ მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, სერტიფიკატები დაიმსახურეს და ცოდნა გაიღრმავეს.
„იყო სირთულეებიც, თუმცა მოსწავლეებმა, მასწავლებლის დახმარებით, შეძლეს სირთულეების გადალახვა. მათ გადაეცათ წარმატების და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. გისურვებთ წარმატებებს მოსწავლეებს და მასწავლებელს“,- ამბობენ სკოლაში.