„კვარა“- ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში დირექციისა და სპორტის კათედრის ორგანიზებით, ვიქტორინა-კონკურსი გაიმართა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
სკოლაში დირექციისა და სპორტის კათედრის ორგანიზებით, ვიქტორინა-კონკურსი - „კვარა“ გაიმართა, რომელიც ცნობილ ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას მიეძღვნა. კონკურსის მიზანი ხვიჩა კვარაცხელიას ცხოვრების გაცნობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და წიგნისადმი მოსწავლეთა დაინტერესების ამაღლება იყო.
ვიქტორინა-კონკურსი, რომელშიც 7 გუნდი მონაწილეობდა, საკმაოდ საინტერსეოდ და სახალისოდ წარიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებული გუნდებიც, რომლებიც სიგელებითა და გამომცემლობა „ინტელექტის“ გამოცემული წიგნებით დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, იხალისეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: