„მიიწურა შემოდგომა“- ოთის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი ღონისძიება
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
პირველ კლასში, დამრიგებელ მაია ბერიძის ხელმძღვანელობით, შიდასასკოლო ღონისძიება - „მიიწურა შემოდგომა“ გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. პატარა მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. საზეიმო განწყობას შემოდგომის ნობათითა და ფერადი ფოთლებით გაფორმებული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: