თბილისის N108 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალური ვიქტორინა ჩატარდა
08-12-2023
თბილისის N108 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეთა თვითმართველობის ორგანიზებით, ინტელექტუალური ვიქტორინა ჩატარდა, რომელშიც მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

აღსანიშნავია, რომ ვიქტორინა 8 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში გამარჯვება მე-11 კლასმა მოიპოვა. ღონისძიება სკოლის მედია კლუბმა გააშუქა.

„საინტერესო და ამაღელვებელი კვირა ჩვენს სკოლაში დასრულდა. ვულოცავთ, მოსწავლეებს დამსახურებულ გამარჯვებას! 
მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა ვიატორინაში - თქვენმა ენთუზიაზმმა ეს ღონისძიება წარმატებული გახადა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203