სენაკის N3 საჯარო სკოლა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შეუერთდა
08-12-2023
სენაკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ამ მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში, სკოლაში არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. ამჯერად, სასკოლო საზოგადოება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიას შეუერთდა. ამასთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი აქტივობა გაიმართა, მოსწავლეებმა თემატური ნამუშევრები, პოსტერები დაამზადეს, მათ აღნიშნულ პრობლემაზე ისაუბრეს და აზრი მკაფიოდ დააფიქსირეს. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა პერფორმანსიც გამართეს. სასკოლო გარემო კი თემატურად - ნარინჯისფერი დეკორაციით იყო მორთული. 

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, ინფორმაცია ერთმენთს გაუზიარეს. მათ ძალადობა დაგმეს და გზავნილი - არა ფემიციდს, გააჟღერეს. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203