ზერტის საჯარო სკოლაში შემოდგომას საინტერესო ინტეგრირებული პროექტი მიეძღვნა
08-12-2023
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ, რისთვისაც სხვადასხვა აქტივობას მართავენ

ამჯერად, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგებთან ერთად, ინტეგრირებული პროექტი - „და ჰა, მიდის შემოდგომა“ განახორციელეს. პატარებმა წელიწადის ოქროსფერი სეზონი თემატური აქტივობებით გააცილეს. მათ იმღერეს, იცეკვეს, შემოდგომაზე ისაუბრეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს. 

გარდა ამისა, მოეწყო შემოქმედებითი კუთხე. როგორც სკოლაში ამბობენ, ღონისძიებამ შინაარსიანად და მხიარულად ჩაიარა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203