ყვარლის N2 საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთევან ოჩინსკი ეროვნულ კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებით წარდგა 
08-12-2023
ყვარლის N2 საჯარო სკოლაში საკუთარი საქმის პროფესიონალი, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები მუშაობენ. 

ერთ-ერთი ასეთი დაწყაბითი კლასების უფროსი მასწავლებელი ქეთევან ოჩინსკია. ამჯერად ის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ეროვნულ კონფერენციაში - დანიური სწავლების წარმატებული მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება, მონაწილეობდა.

კონფერენცია თბილისის N215 საჯარო სკოლაში გაიმართა. ღონისძიებაზე ქეთევან ოჩინსკი მომხსენებლად წარსდგა, რისთვისაც პედაგოგს სერტიფიკატი გადაეცა. 

„მადლობა, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) პრეზიდენტს ქ-ნ მაია კობახიძეს, ქ-ნ მარიკა ალუგიშვილს, პროექტის ორგანიზატორს ქ-ნ ეკატერინე ჭელიძეს, დანიური მეთოდოლოგიის მომხსენებლად წარდგენისთვის. უამრავი წარმატება ყველა მომხსენებელსა და სპმთპ-ს“,- წერს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203