ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტი - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ განხორციელდა
08-12-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად, სკოლაში სასწავლო პროექტის - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ იმპლემენტაცია გაიმართა.

აღნიშნული პროექტი, ცესკო-ს სწავლების ცენტრმა დაგეგმა სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის.

სკოლაში ცესკო-ს წარმომადგენელი მარიამ გოგნაძე მიიწვიეს, რომელიც სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებს შეხვდა.

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნების მოდერნიზაციის შესახებ, კენჭისყრის პროცესის ელექტრონული აპარატებით ჩატარების სიახლეებსა და ამომრჩევლებისთვის დანერგილი საარჩევნო სერვისების თაობაზე.

ქალაქის მასშტაბით პროექტისთვის 15 სკოლა შეირჩა.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ: ინფორმაციული მენეჯერი მარი ივანიძე, მე-11, მე-11 , მე-11 , მე-12 და მე-12 კლასების დამრიგებლები: ირინა ყურაშვილი, დ.ზურებიანი, ი.ხაჟომია, ა.ჯამბურიძე, მ.ნიკოლაძე, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის მასწავლებლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203