ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში VII კლასის მოსწავლეთა ნაკეთობების გამოფენა მოეწყო
08-12-2023

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.

ახლახან, სკოლის საგამოფენო დარბაზში VII კლასის მოსწავლეთა ხელოვნების გაკვეთილზე, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, დამზადებული ეკლესიის მაკეტების გამოფენა მოეწყო.

მეშვიდეკლასელებმა ნამუშევრებზე დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით იმუშავეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს. 

მათმა ნაკეთობებმა დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა.

„მადლობას ვუხდით კლასის ყველა მოსწავლეს მაღალი აქტივობისა და მონდომებისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203