მუხრანის N1 საჯარო სკოლის ფრენბურთელ გოგონა და ვაჟთა გუნდებმა მუნიციპალურ თამაშებში I ადგილი დაიკავეს
08-12-2023

ნიკო ბაგრატიონის (ბურის) სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანის N1 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა სპორტით დაინტერესებასა და სასკოლო საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაზე აქტიურად ზრუნავენ. ეს ყველაფერი კი მოსწავლეთა სპორტულ მიღწევებზეც აისახება. 

სკოლის ფრენბურთელ გოგონა და ვაჟთა გუნდებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების და მცხეთის სასპორტო სკოლის ორგანიზებით გამართულ „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2023-2024-ის“ მუნიციპალურ თამაშებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს.

ფრენბურთში როგორც გოგონათა, ასევე ვაჟთა გუნდებმა დამსახურებული I ადგილი დაიკავეს და ასახელეს საკუთარი სკოლა და პედაგოგები: თამაზ ჯავახიშვილი და ელდარ ხარაზიშვილი.

აღნიშნული ასპარეზობის სპორტის შვიდ სახეობაში გამარჯვებული გუნდები, რეგიონალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას. 

მუხრანის N1 საჯარო სკოლ სკოლაში მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203