ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, მოსწავლეებში კინოხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით, საინტერესო პროექტი ხორციელდება
08-12-2023

ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, 30 ოქტომბერს, პროექტმა - „კინო სკოლაში“ აიღო სტარტი, რომელსაც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

მისი მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, კინოხელოვნების პოპულარიზაციის გზით, მოზარდებში ანალიტიკური აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაა. 

პროექტის ფარგლებში, სკოლაში, მწერალი და ფილოსოფოსი, კონოსპეციალისტი ტარიელ დათიაშვილი მიიწვიეს.

შეხვედრაზე ნაჩვენები იყო მიხეილ კობახიძის ფილმები: „მუსიკოსი“, „ქოლგა“ და „გზაზე“.

„ფილმების ჩვენების შემდგომ ყურადღება გამახვილდა სიმბოლოების არსებობაზე ჩვენს ცხოვრებაში“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეხვედრის დროს ასევე სკოლაში დისკუსია გაიმართა. მოსწავლეებმა გაარჩიეს ფილმები, გამოთქვეს მოსაზრებები, გაიაზრეს მუსიკის მნიშვნელობა ფილმში თუ რა ასოციაციას იწვევს და რაზე მიანიშნებთ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე და კოორდინატორები: ისტორიის მასწავლებელი ლალი რობაქიძე, მარი ივანიძე (ინფორმაციული მენეჯერი).

პროექტი ხორციელდება ჰიბრიდული ფორმატით - ფიზიკურ გარემოში და ონლაინ. მის ფარგლებში სკოლებში ეწყობა სხვადასხვა ფილმების ჩვენება, შემდეგ კი იმართება დისკუსია.

როგორც გვიყვებიან, აღნიშნული პროექტის ფარლგებში, სკოლები იყენებენ საგანმანათლებლო რესურსს - „ისტორია-კინო-ისტორია“ (History-FilmHistory), რომელიც ევროპის 4 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის არის ხელმისაწვდომი. საგანმანათლებლო რესურსი განკუთვნილია 12–19 წლის მოზარდებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203