
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლა ახალი წლის დღესასწაულისთვის დიდი შემართებითა და ხალისით ემზადება.
საახალწლო სამზადისში მესამეკლასელები აქტიურად ჩაერთნენ. ბავშვებმა საზეიმო განწყობის ასამაღლებლად კლასი საახალწლო დეკორაციებით მორთეს და ნაძვის ხეები დახატეს, რომლებიც კედელზე გააკრეს.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. ისინი აქტივობებში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
ეს დღე მათთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას დიდი ყურადღება ეთმობა.
იხილეთ ფოტოები: