საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეთა სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი მუზეუმში
08-12-2023

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა საგნების მასწავლებელთა მხარდაჭერითა და ინიციატივით ეძლევათ საშუალება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დათვალიერების, რათა გაიმდიდრონ ცოდნა საკუთარი ქვეყნის ღირსშესანიშაობების შესახებ ცივილიზაციების განვითარებასთან შესაბამისობაში.

სკოლის პედაგოგებმა -  ირმა წითაძემ და გური ბაბილოძემ მე- 7 კლასის მოსწავლეებს დაათვალიერებინეს, თბილისში, ეროვნულ მუზეუმში განთავსებული კოლექციები: ევრაზიაში აღმოჩენილი უძველესი ადამიანის ნაშთები, უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ბუნების ისტორიის ამსახველი მასალა, ქრისტიანული კულტურის მდიდარი მემკვიდრეობა – ჭედური და ფერწერული ხატები, ჯვრები, ნაქარგობა, ტიხრული მინანქარი, პირველხარისხოვანი აღმოსავლური ძეგლები, ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, ოქროსა და ვერცხლის ნატიფი სამკაულები ანტიკური კოლხეთიდან, სხვადასხვა დროის ქართველი და ევროპელი მხატვრების შესანიშნავი ნამუშევრები.

მოსწავლეები აღფრთოვანებული ისმენდნენ და აკვირდებოდნენ თითოეული ნივთის ისტორიას და სკოლაში შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203