„ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეები“ - საფარლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კედლის გაზეთი შექმნეს
08-12-2023

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა.

სწორედ ამიტომ, მოსწავლე-მასწავლებლები მნიშვნელოვან თემებს აქტიურად განიხილავენ და მათ შესახებ პროექტებს ამზადებენ. ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში თემაზე - „ნაადრევი ქორწინების უარყოფითი მხარეები“ საინტერესო აქტივობა ჩატარდა. 

მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს, ისაუბრეს ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებზე და სხვადასხვა მაგალითი მოიყვანეს. მერვეკლასელებმა ასევე თემატური კედლის გაზეთი შექმნეს.

აქტივობა საინტერესო, ინფორმაციული და მნიშვნელოვანი იყო თითოეული მოსწავლისთვის.

მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეებს საჭირო ცოდნას სძენს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203