
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში მე-5 კლასში ბუნების გაკვეთილები საინტერესოდ და შემეცნებითი აქტივობებით მიმდინარეობს.
21 ნოემბერს, ბუნების მასწავლებელმა - ნათია გოგოლაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „მოძრაობა და სიჩქარე“, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა.
გაკვეთილი 27 ნოემბერს, კვლევის ჩატარებით. მოსწავლეები მასწავლებელმა მდინარის სანაპიროზე წაიყვანა, სადაც ბავშვებმა შეასრულეს სახალისო პრაქტიკული სამუშაო, ბავშვებმა თავიანთი დამზადებული ქაღალდის ნავებით მდინარის სიჩქარე განსაზღვრეს.
გაკვეთილები ძალიან საინტერესოდ წარიმართა, მასწავლებელი თვლის რომ მიზანს მიაღწია, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს გავლილი მანძილის აზრობრივად გაგება, ასევე, პრაქტიკული სამუშაოებით განსაზღვრეს მოძრავი სხეულის სიჩქარე.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: