
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სასკოლო საზოგადოება ბავშვების ნიჭს აფასებს და მათ სხვადასხვა აქტივობებით ახალისებს.
ამჯერად, სკოლის ბიბლიოთეკაში მე-9 კლასელი მოსწავლის - თამარ ჯანაშიას ნახატების გამოფენა მოეწყო.
მეცხრეკლასელის თითოეულ ნამუშევარში მისი ნიჭი და შემოქმედობითობა იყო წარმოჩენილი, რამაც სასკოლო საზოგადოება აღაფრთოვანა.
ახალგაზრდა მხატვარს აღნიშნულმა გამოფენამ მოტივაცია და განწყობა კიდევ უფრო აუმაღლა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეებს ყოველთვის მხარში უდგანან და მათ ინტერესებს ითვალისწინებენ.
იხილეთ ვიდეო: