
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარების მიზნით, არაერთი საინტერესო ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. ზეიმზე მათ ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მოსწავლეებმა ქართული ანიმაციური მულტფილმის გმირების - წუნასა და წრუწუნას როლები მოირგეს და შთამბეჭდავი სანახაობა დადგეს, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მათ ასევე თათარაში ჩურჩხელები ამოავლეს. აქტივობაში ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.
ღონისძიების ბოლოს სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - მადონა ჭრელაშვილმა მოსწავლეებს საუკეთესო თანამშრომლობისთვის საჩუქრად საკანცელარიო ნივთები გადასცა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები ინეზა კარკაძე და შორენა გავაშელაშვილი.
სკოლის დირექტორმა - მარიტა შველიძემ კი აღნიშნული დღის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს საინტერესო ღონისძიებისთვის მადლობა გადაუხადა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: