„ხეების სიმფონია“ - აფხაზეთის N22 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო კომპლექსური დავალება და მათი შექმნილი მრავალფეროვანი ნამუშევრები 
08-12-2023

აფხაზეთის N22 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. მოსწავლეები აღნიშნულ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან და საინტერესო შემოქმედებით პროდუქტს ქმნიან. 

ახლახან, მოსწავლეებმა ხელოვნების შესწავლისას იმუშავეს მეტად საინტერესო დავალებაზე, რომლის თემა იყო - „ხეების სიმფონია“. 

მოსწავლეებმა დავალებას სამაგალითოდ გაართვეს თავი და მრავალფეროვანი ნამუშევრები შექმნეს. 

ბავშვებმა ნამუშევრები სასკოლო სივრცეში გამოფინეს და მოსწავლე-მასწავლებლების აღფრთოვანებაც დაიმსახურეს. 

კომპლექსური დავალება მოსწავლეებს პედაგოგმა - ვალიდა კვინიხიძემ შესთავაზა, რომელიც მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203