საინტერესო აქტივობებითა და ღონისძიებებით გაჯერებული მათემატიკის გაკვეთილი წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში
08-12-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც ბავშვები დიდი ხალისით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლაში, მათემატიკის კვირეული ჩატარდა. მის ფარგლებში, V კლასში, პედაგოგ თ.ჭოლაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „ნატურალური რიცხვები“ აქტივობა „მათემატიკური აუქციონი“ გაიმართა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა კლასში ნატურალურ რიცხვებთან დაკავშირებით, თეორიული მასალით პაექრობა გამართეს. მათ პასუხი გასცეს ბლიც-კითხვებს, შეავსეს კროსვორდი, უპასუხეს ინდივიდუალურ კითხვებს.

აუქციონი მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

აქტივობის მეშვეობით მათ აჩვენეს, რომ იციან თეორიული მასალა და მისი გამოყენება პრაქტიკაშიც შეუძლიათ.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, კი VII კლასში, რომლის მათემატიკის პედაგოგი ნათელა ბაზაძეა, კლასის ხელმძღვანელი კი ფიქრია გიორხელიძე გახლავთ, თემაზე: „ტოლფერდა სამკუთხედი“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩატარდა. 

აღნიშნულ დღეს, მოსწავლეებმა თემასთან დაკავშირებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება შეძლეს. 

მათ ჯგუფურად იმუშავეს, გამოავლინეს თვითშეფასების, ურთიერთთანამშრომლობისა და კრიტიკული აზროვნების უნარები.

შემაჯამებელი გაკვეთილი საინტერესოდ, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კვირეულები და გაკვეთილები მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენისა და განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203