
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მერენიის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა და სასწავლო რესურსებს სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
ახალახან, მერენიის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელთან ერთად შექმნეს „დიდი წიგნი“. წიგნი, რომელიც მოსწავლეთა შექმნილ საინტერესო ამბავს მოგვითხრობს, მოსწავლეებმა ილუსტრაციებით გააფორმეს. აქტივობა მოსწავლეთა კითხვის უნარებისა და შემოქმედებითობის განვითარებას ემსახურებოდა. ისინი ხალისით ასრულებდნენ თითოეულ აქტივობას.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წიგნის შექმნის მიზანია მოსწავლეებს განუვითაროს შემოქმედებითი უნარი, აუმაღლოს მოტივაცია, სახალისო და საინტერესო გახადოს სასწავლო პროცესი.
იხილეთ ფოტოები: