ზერტის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლიდია ბესიაშვილი გაეროს მოდელირების ეროვნულ ასამბლეაში მონაწილეობდა
08-12-2023

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა და ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ. 

ზერტის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე ლიდია ბესიაშვილი 2023 წლის გაეროს მოდელირების ეროვნულ ასამბლეას შეუერთდა. 

მოსწავლე როლურ თამაშში ხალისით ჩაერთო და ახალი ცოდნა და გამოცდილება შეიძინა. 

გაეროს მოდელირება არის აკადემიური როლური თამაში, რომლის მიზანია ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ღირებულებების, ეფექტური კომუნიკაციის, გლობალიზაციისა და მრავალმხრივი დიპლომატიის გაცნობა. 

საქართველოს გაეროს ასოციაცია, გაეროს მოდელირებას, „ბაქსვუდის“ საერთაშორისო სკოლასთან თანამშრომლობითა და პროგრამის - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" მხარდაჭერით ახორციელებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203