„საქართველოს მინერალური წყლები და მათი სასარგებლო თვისებები“ - კულიკამის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა 
08-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. სკოლაში კარგად აცნობიერებენ, რომ მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საგნობრივი დისციპლინების სწავლება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება რომელიც 21-ე საუკუნისთვის მნიშვნელოვანია. 

ახალახან, მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია თემაზე - „საქართველოს მინერალური წყლები და მათი სასარგებლო თვისებები“. 

მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში სასკოლო თემში გამოკითხვა ჩაატარეს, თუ რომელ მინერალურ წყალს ანიჭებდნენ უპირატესობას. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოების გამოკითხვის შედეგად პირველი ადგილი დაიკავა წყალმა - „ბორჯომი“.

მოსწავლეებმა ძალიან საინტერესო რეკლამა მოამზადეს „ბორჯომის“ შესახებ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად თავშესაქცევიც აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203