ნოღის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
08-12-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ ჩატარდა, რომელშიც ნოღისა და სოფელ კიწიის საჯარო სკოლების მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ.
ინტელექტუალური თამაშის, 2023 წლის ჩემპიონი კიწიის საჯარო სკოლის გუნდი „ალიანსი“ გახდა.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს სხარტი, ანალიტიკური აზროვნება წარმოაჩინეს, დრო კი ხალისიანად გაატარეს.
„თამაშის მიზანია მოსწავლეების ინტელექტუალური დონის ამაღლება, წიგნიერებისა და ცოდნის წახალისება, მათი მოტივირება, ნიჭიერი ახალგაზრდების წარმოჩენა, ასევე ინტელექტუალური განვითარების პროპაგანდა და ახალგაზრდების თვითრეალიზაციის ხელშეწყობა იყო“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს