ხაშურის N9 სკოლაში ჩატარებულ ​ქართული ენისა და ლიტერატურის საჩვენებელ გაკვეთილს ხარისხის მართვის ჯგუფი დაესწრო
08-12-2023

შოთა რუსთაველის სახელობის ხაშურის N9 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის X კლასში, მასწავლებელმა - მაია გრიგალაშვილმა, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა, რომელსაც სკოლის ხარისხის მართვის ჯგუფი ესწრებოდა.

მასწავლებლმა, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, უბადლო პროფესიონალიზმით, მრავალფეროვანი რესურსებითა და საინტერესო აქტივობებით წარმართა გაკვეთილი.

„მოსწავლეთა მაღალი ინტერაქტივობითა და მასწავლებლის ფასილიტაციით გაკვეთილი სამიზნე ცნებაზე იყო ორიენტირებული“, - ამბობენ სკოლაში.

აღნიშნული გაკვეთილი საინტერესო, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო როგორც მოსწავლეთა ასევე დამსწრე საზოგადოებისათვის.

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეებს მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203