
ქობულეთის წმიდა მღვდელმოწამე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ II-ის სახელობის საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსსა და საგანმანათლებლო ღონისძიებაში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ჩატარებულ ესეების კონკურსში - „ადრეული ქორწინება - გაუცნობიერებელი პასუხისმგებლობა“ საგანმანათლებლო მართლმადიდებლური ცენტრის XII კლასის მოსწავლე ანა გოგიტიძემ გაიმარჯვა და გრან-პრის მფლობელი გახდა.
კონკურსის გამარჯვებული 1-ელ დეკემბერს გამოვლინდა და მას გადაეცა გამარჯვებულის სიგელი და „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელის ოთხასლარიანი ვაუჩერი.
სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ, მას მიღწეულს ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„გილოცავთ, დაე, უფლის გზით მუდამ გახარებულს და წარმატებულს გევლოს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: