მოდეგამის საჯარო სკოლის პირველკლასელები ანბანს დიდი ენთუზიაზმით, მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ 
07-12-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მოდეგამის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო ვითარებაში დაიწყეს.

სკოლაში, პირველ ასო-ბგერებს საინტერესო პრეზენტაციით შეასხეს ხოტბა, რომელშიც ბავშვები დიდი ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ისინი ასო-ბგერებს დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ და მათ მოხაზვას თავადაც ცდილობდნენ. პედაგოგმა ბავშვებს ასევე მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა, რომელიც მოსწავლეებმა ენთუზიაზმით შეასრულეს.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203