ქვენობნის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება სპორტულ ოლიმპიადაში
07-12-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, ბავშვები სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში აქტიურად ერთვებიან.

ახლახან,  სკოლის მოსწავლეები ეროვნულ სპორტულ ოლიმპიადაში - „მხიარული სტარტები“ მონაწილეობდნენ. ოლიმპიადის რაიონული ტურისთვის, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი, სპორტის მასწავლებელ გრიშა თოდრიასთან ერთად, დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით ემზადებოდნენ.

მოსწავლეებმა ოლიმპიადის ფინალში გადასვლა მოახერხეს, რამაც მათ მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.

შეჯიბრში ასევე ჩართული იყო მოსწავლის მშობელი ნინო კვირიკაძე.

„მან შესანიშნავად ითამაშა და წარმატება მოუტანა გუნდს. ეს გამარჯვება დიდი მოტივაციაა მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში პედაგოგ გრიშა თოდრიას და მოსწავლეებს მადლობას უხდიან ამ წარმატებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203