„პლანეტები“ - გომაროს საჯარო სკოლაში, ბუნების გაკვეთილზე საინტერესო და შემეცნებითი პრეზენტაცია გაიმართა  
07-12-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილებით უმაღლებენ.

ამჯერად, ბუნების გაკვეთილზე, სკოლის პედაგოგის - გურამ მიქელაძის ხელმძღვანელობით, თემაზე - „პლანეტები“ პრეზენტაცია ჩატარდა. 

პრეზენტაციაში ჩართულნი იყვნენ I-VI კლასის მოსწავლეები, რომლებმაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, პლანეტები დახატეს და ცოდნა გაიმდიდრეს.

აღნიშნულ პრეზენტაციას ესწრებოდნენ მიწვეული პედაგოგები: ისტ-ის მასწავლებელი ლანა მუმლაძე, მათემატიკის პედაგოგი მაკა მერაბიშვილი და სკოლის დირექტორი თენგიზ გობაძე.

დღემ საინტერესოდ ჩაიარა. მიწვეულმა მასწავლებლებმა კი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პრეზენტაცია დადებითად შეაფასეს. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეზენტაციები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203