ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა - „ნიკე“ ინტელექტუალურ თამაშში პირველი ადგილი დაიკავა
07-12-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებასა თუ კონკურსში ერთვებიან. 

ამჯერად, მოსწავლეთა გუნდი „ნიკე“ ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ მონაწილეობდა. მოსწავლეებმა ცოდნა გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს და პირველი ადგილი დაიკავეს. აღსანიშნავია, რომ გუნდი ისტორიის მასწავლებელმა, მადონა გოფოძე-კუპრაშვილიმა მოამზადა, თამაშს კი ინტელექტკლუბის მოთამაშე ანტონ ვაჭარაძე უძღვებოდა.

საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დიპლომებით და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ხარობენ და წინსვლას უსურვებენ.

„ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში, „ევროკავშირი საქართველოსთვის“ პროექტის - EU4Georgia 4 მხარდაჭერით, „ევროპის დღის“ ფარგლებში, წამოიწყო ერთწლიანი შემეცნებით-გასართობი მარათონი, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. 
მადლობას ვუხდით მარათონში მონაწილე ყველა ბავშვს და თამაშის ორგანიზატორებს საინტერესო შემეცნებითი ღონისძიების ჩატარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203