
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით კონკურსში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებს შორის მორიგი ინტელექტუალური შეჯიბრი „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. შეჯიბრზე მოსწავლეებმა ცოდნა, სწრაფი ანალიტიკური აზროვნება წარმოაჩინეს და საჭირო გამოცდილება მიიღეს.
ინტელექტუალური ღონისძიების ორგანიზატორი პედაგოგი მაია ბერიძე გახლდათ.
მოსწავლეთათვის ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები: