წყალტუბოს N4 სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები კოდის წერის გლობალურ კამპანიას შეუერთდნენ
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ, რაც სასწავლო პროცესს კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. ამჯერად, მე-6 კლასში, მასწავლებელ ქრისტინა ქუთათელაძის ხელმძღვანელობით, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში, საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა. მისი თემა იყო - „კოდის წერის ერთი საათი“.
აღნიშნული გაკვეთილით, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში კოდინგის პოპულარიზაცია და ინოვაციური განათლების ხელშეწყობა იყო, მოსწავლეები გლობალურ კვირეულს შეუერთდნენ და დაკისრებულ დავალებებს თავი ძალიან კარგად გაართვეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, მათ სწორი გათვლები შეასრულეს, მითითებები გასცეს და დამსახურებული სერტიფიკატები მიენიჭათ.
„Hour of Code™ არის კომპიუტერული მეცნიერებების - პროგრამირებისა და კოდინგის საერთაშორისო კამპანია, რომელიც ყოველწლიურად მსოფლიოს 180 ქყვეყანასა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ასეულობით მილიონ მოსწავლე-მასწავლებელს აერთიანებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: