„ჩვენი კულტურა, ჩვენი სიმდიდრეა“ - დარკვეთის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
07-12-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ დარკვეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა კულტურულ განვითარებასა და სწორი ღირებულებების ფორმირებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიმართულებით კი არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება იმართება.  

ამჟამად, დარკვეთის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს პროექტი სახელწოდებით - „ჩვენი კულტურა, ჩვენი სიმდიდრეა“.

სამოქალაქო განათლების კლუბმა, პროექტის ფარგლებში, აწარმოა საინფორმაციო შეხვედრები, კლასგარეშე ღონისძიებები. მოსწავლეებმა მოინახულეს თემში არსებული კულტურული ძეგლები და გამართეს პრეზენტაციები.

️ასევე, მოსწავლეებმა შექმნეს თემატური პლაკატები და სლოგანები, რომელიც განვათავსეთ სკოლის ფოიეში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203