
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დღვანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირმა კეკელიძე გარდა წარმატებული პროფესიული საქმიანობისა, შემოქმედებითობით გამოირჩევა.
სკოლის წამყვანი მასწავლებელი ლექსებს წერს.
ახლახან, სკოლაში, პოეტის ლექსების კრებულის - „ვეძებ სათაურს“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს მისი ავტორობით გამოცემული პირველი კრებულია, სწორედ ამიტომ, ეს მოვლენა სასკოლო საზოგადოებამ განსაკუთრებულად აღნიშნა.
ღონისძიებაზე ბავშვებმა პოეტის ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ეს დღე გაალამაზეს.
ღონისძიებაში მთელი სასკოლო საზოგადოება აქტიურად იყო ჩართული, რითაც მათ პოეტი პედაგოგის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.
სკოლის დირექცია პედაგოგს სადებიუტო წიგნს ულოცავს და კიდევ მეტ წარმატებას უსურვებს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლე-მასწავლებელთა ნიჭი დაფასებულია.
იხილეთ ფოტოები: