ბალდის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ოთიკო ხურცილავა უშუში, საქართველოს ჩემპიონი გახდა
07-12-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევას დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. 

ამჯერად სკოლაში, მერვე კლასის მოსწავლის - ოთიკო ხურცილავას სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. ოთიკო უშუში, საქართველოს ჩემპიონი გახდა. 

უშუში, საქარველოს მე-20 ჩემპიონატი მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლაში ჩატარდა. 

სკოლაში მოსწავლეს ჩემპიონობას დიდი სიყვარულით ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„მერვე კლასის მოსწავლე -ოთიკო ხურცილავას ვულოცავთ საქართველოს ჩემპიონობას. წარმატებებს ვუსურვებთ მას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203