„ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური პრინციპების დაცვით“ - დარჩიძეების საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩატარდა
07-12-2023

თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით საინტერესო პროექტები და ტრენინგები ტარდება.

ამჯერად, სკოლაში ტრენინგი „ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება ინკლუზიური პრინციპების დაცვით“ გაიმართა.

აღნიშნულ ტრენინგს მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელი ნანა ვარდმანიძე ატარებდა, რომელშიც სკოლის პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.

მათ პლაკატები დაამზადეს, თემატური პრეზენტაციები წარადგინეს და საჭირო გამოცდილება მიიღეს.

„პედაგოგებმა შექმნეს ვიდეორგოლი იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა დავიცვათ ბუნებრივი კატასტროფებისაგან თავი“, - ამბობენ სკოლაში.

ტრენინგი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ყველა თვალსაზრისით, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

სკოლაში უღრმეს მადლობას უხდიან მასწავლებლის სახლს და მათ ტრენერებს საინტერესო,  მრავლისმომცემი ტრენინგისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203