
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, დირექციისა და პედაგოგთა მხარდაჭერით, სხვადასხვა პროექტებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
არხილოსკალოს საჯარო სკოლა მოხვდა 20 საპილოტე სკოლას შორის, რომლებიც ჩართული იყვნენ ევროპის საბჭოს პროექტში - „დემოკრატია იწყება სკოლაში“.
ახლახან, გაიმართა პროექტის დასკვნითი კონფერენცია, სადაც შეჯამდა შედეგები.
მოსწავლეთა შემუშავებული პროექტი - „კიბერუსაფრთხოება“ საუკეთესოთა შორის დასახელდა, რაც სკოლაში ახარებთ.
„ძალიან სასიხარულოა, რომ 10 საუკეთესო პროექტებს შორის მოხვდა ჩვენი მოსწავლეების - ლიზი ბენაშვილის და მარიამ ზაქაიძის მიერ წარმოდგენილი - „კიბერუსაფრთხოება“.
მადლობა სასკოლო საზოგადოებას ჩართულობისთვის და ევროპის საბჭოს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ასეთი საინტერესო გამოცდილებისთვის. გისურვეთ წარმატებას და წინსვლას ყველა წამოწყებულ და ახალ დაგეგმილ პროექტებში“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: