„სკოლის შინაგანაწესი და სასკოლო საზოგადოება“  - წყალტუბოს N1 სკოლის თვითმმართველობის წევრებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
07-12-2023

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის თვითმმართველობა სხვადასხვა პროექტსა და აქტივობას დიდი მონდომებით ახორციელებს, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, თვითმმართველობის წევრებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, სკოლაში, პროექტი - „სკოლის შინაგანაწესი და სასკოლო საზოგადოება“ განახორციელეს. 

პროექტი 20 ნომებრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

აღნიშნული პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სასკოლო საზოგადოებაში სკოლის შინაგანაწესთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება გახლდათ.

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა ბავშვებს გააცნეს შინაგანაწესის დოკუმენტი, მოაწყვეს შეხვედრა მანდატურის ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, წარმართეს დისკუსია და სკოლის შემოსასვლელ სივრცეში დადგეს შინაგანაწესთან დაკავშირებით საინფორმაციო სტენდი.

„მოვალთ იმედად ხვალის!“ - აღნიშნავენ სკოლაში, სადაც პროექტი მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203