„შენც ადექი და ხე დარგე“ - თბილისის N103 საჯარო სკოლის პირველკლასელთა საინტერესო პროექტი
07-12-2023

თბილისის N103 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

ახლახან, სკოლის I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნატალი წიკლაურის ხელმძღვანელობით, იმუშავეს პროექტზე - „შენც ადექი და ხე დარგე“.

„რომელსაც მოსწავლეები ბუნებისმეტყველებაში გადიან თემას - „ჩემი სკოლის ეზო“, პროგრამა სწორედ სკოლის ეზოს გალამაზებას, გამწვანებას, გარემოზე ზრუნვას ითვალისწინებს“, -გვეუბნება პედაგოგი, რომლის თაოსნობითაც განხორციელდა აღნიშნული გარემოსდაცვითი პროექტი.

მანამდე კი მოსწავლეებმა მოისმინეს ინფორმაცია იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოდან -„ბუნების კარი“, გაიგეს თუ როგორ იზრდება ხე. ისაუბრეს რომელი ხე-მცენარე უფრო მეტ ჟანგბადს გამოყოფს.

„განსაკუთრებით ყურადღება შეაჩერეს ნაძვზე, რომ მარადმწვანეა, უხვად გვჩუქნის ჟანგბადს, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე აისახება“,- გვიყვება პედაგოგი. 

აგრეთვე, ქართული ენის გაკვეთილზე პირველკლასელებმა შეისწავლეს მორის ფოცხიშვილის ლექსი - „ხე დარგე“, რამაც უფრო მეტი სურვილი აღუძრა პატარებს სკოლის ეზოში ნაძვის ხე
დაერგათ.

ბავშვები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ სხვადასხვა აქტივობაში.

„სიმბოლურია ისიც, რომ ეს ნაძვის ხე მათ სახელზეა დარგული და პატარა ნერგი ბავშვებთან ერთად გაიზრდება მათივე მზრუნველობით. აქვე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სკოლის დირექციას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის“,- აღნიშნავს ნატალი წიკლაური.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203