
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე და პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას არასდროს წყვეტენ. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა ვებინარსა და კონფერენციას აქტიურად ესწრებიან.
ამჯერად, სკოლის დირექტორი და მასწავლებლები: თამილა თუთბერიძე, თამარი გრიგოლია, სალომე ქობალია, მანანა ჯინჭარაძის თემაზე - „ბავშვზე ძალადობა- პრობლემის პარამეტრები და სტრატეგიები“ მასტერკლასს დაესწრნენ, რისთვისაც მათ სერტიფიკატები გადაეცათ.
სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე საინტერესო გამოცდილებისთვის მადლობის წერილს ავრცელებს.
„მადლობა მარიამ გეთიაშვილს, საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის დამფუძნებელსა და დირექტორს ამ შესაძლებლობისთვის. ასევე დიდი მადლობა ფანტასტიურ ტრენერს - მანანა ჯინჭარაძეს, ვებინარის საინტერესოდ წარმართვისთვისა და მსმენელთა აქტიური ჩართულობისთვის, საინტერესო წინადადებებისთვის“, - აღნიშნავს ის.
მასტერკლასი განხორციელდა ინკლუზიური განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით და ის დისტანციურად 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
იხილეთ ფოტოები: